

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. ამ ეტაპისთვის „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციისთვის ცნობილია, რომ ოთხი ხარაგაულელი პირველკურსელი 100%-იანი გრანტის მფლობელია.
ხარაგაულის #2 სკოლის კურსდამთავრებული თამარ ჭიპაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ამავე სკოლის კურსდამთავრებული ლიზა ბარბაქაძე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და საერთაშორისო ურთიერთობებს შეისწავლის.

მოლითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანა ყურაშვილი თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) ისწავლის;

ბორის სკოლის კურსდამთავრებული ნიკა ბერაძე თავისუფალი უნივერისიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტია.

ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აბიტურიენტებიდან 100%-იანი გრანტი 6 550-მა მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება 1 500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,