
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოდგომიდან ყველაზე დიდი პრობლემა ზამთრისთვის საშეშე მერქანის მოპოვებაა.
პარლამენტის მიერ მაისში მიღებული „ტყის კოდექსის“ თანახმად, მუნიციპალიტეტებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ უნდა შეიქმნას, საიდანაც მოსახლეობა საშეშე და სამასალე მერქანს ხელსაყრელ ფასებში შეიძენს.
ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის, სოსო ფოფხაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქმიანი ეზოების მოწყობა დიდვაკესა და ხევში, სავარაუდოდ, სექტემბრიდან იგეგმება.
სოსო ფოფხაძე ამბობს, რომ ხარაგაულის სატყეო მეურნეობა მზადაა და საშეშე მერქანი „საქმიან ეზოებში“ განსათავსებლად უკვე დასაწყობებულია. მისი ინფორმაციით, ერთი კბმ საშეშე მერქანი 70-75 ლარი ეღირება. სამასალე მერქანი, ჯერჯერობით, ისევ აუქციონით გაიყიდება.
შეშის შეძენის მსურველებმა თანხა ბანკში უნდა გადარიცხონ.
საქმიანი ეზოს ამოქმედებამდე სატყეო მეურნეობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. სოსო ფოფხაძე ამბობს, 4500 კბმ ხე-ტყე გამოყოფილია და ყველა ტყე-კაფი გახსნილია. მეტნაკლებად მოწესრიგებულია ტყე-კაფებამდე მისასვლელი საურმე და სამანქანო გზები.
მოქალაქემ საშეშე მერქნის მოსაპოვებლად უნდა მიმართოს ტყის მცველს, რომელიც მის უბანს ემსახურება. ტყის მცველი მას ტყეკაფის ნომერს მისცემს. ამის შემდეგ მოქალაქე ბანკში გადაიხდის თანხას (ერთი კბმ რცხილა და წიფელა – 6 ლარი, მურყანი – 5 ლარი) და შესაბამის ქვითარს წარუდგენს ტყის მცველს, რომელიც მას შეშის ტრანსპორტირების უფლების დოკუმენტს მისცემს.
ერთ ოჯახს 7 კბმ საშეშე მერქანის მოპოვების უფლება აქვს, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს – 15 კბმ შეშის.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო