

თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 31 აგვისტოს, თოჯინების თეატრი ნუნისს ესტუმრება.
პატარა მაყურებლების წინაშე თეატრი სპექტაკლით – „აბა დამაცადეთ, თაგუნებო“ წარსდგება.
სპექტაკლის ჩვენება კურორტ ნუნისის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში 17:00 საათზე დაიწყება.
თოჯინების თეატრის სპექტაკლები ხარაგაულში, თეთრაწყაროსა და ვერტყვიჭალაში უკვე ჩატარდა. ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ თოჯინების თეატრის მოგზაურობა ხარაგაულის სოფლებში გაგრძელდება. უახლოეს ხანში კი ახალ სპექტაკლზე მუშაობას დაიწყებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,