

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაზე 9 თვეში გათვალისწინებული 357,8 ათ. ლარიდან დახარჯულია 331,2 ათ. ლარი (92,6 %).
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომუნალურ მომსახურეობაზე გაწეულია142,7 ათ. ლარით მეტი.
დასუფთავების ღონისძიებების სუბსიდირებაზე დაგეგმილი 164,6 ათ. ლარიდან დახარჯულია 143,9 ათ. ლარი, მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქციაზე (სახურავის რეაბილიტაცია) 27,5 ათ. ლარი, წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე 8,2 ათ. ლარი, გარე განათების სუბსიდირებაზე გაწეულია 92,8 ათ. ლარი, ხოლო ელექტრო გადამცემი ხაზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 58,8 ათ. ლარი. დასუფთავების წლიურ ხარჯებში სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გათვალისწინებულია ერთი ნაგავმზიდისა და 50 ცალი ერთეულის ნაგვის ბუნკერის შეძენა, რაზედაც გამოცხადებული იყო ტენდერი. გამარჯვებული გამოვლენილია.
გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციით, ნაგვის კონტეინერები შემოტანილია და ოქტომბრის ბოლომდე შემოიტანენ ნაგავმზიდ ავტომანქანას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად 2014 წლის ცხრა თვეში გამოყოფილი 78,0 ათ. ლარი სრულადაა ათვისებული. აქედან 70,0 ათ. ლარი მოხმარდა პარკებისა და სკვერების სუბსიდირებას, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს 13,5 ათ. ლარით აღემატება. 8,0 ათ. ლარით სოფელ უბისაში შეძენილია მიწა.
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,