

პენსიონერებს პენსიები დღემდე ყოველი თვის 14 რიცხვში ერიცხებათ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ, საბანკო სექტორთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან დაიწყოს და ეს პროცესი 14 რიცხვამდე გაგრძელდება.
„ის, რომ პენსიონერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით პენსიები ყოველი თვის 14 რიცხვში ერიცხებათ, საბანკო ფილიალებში, განსაკუთრებით ლიბერთი ბანკის ფილიალებში, მუდმივად საკმაოდ მაღალი დისკომფორტის, ყოველთვის რიგების საბაბი იყო , – ამბობს გიორგი გახარია, – პანდემიის პირობებში ეს, დისკომფორტის გარდა, არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის.
საბანკო სექტორთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ პენსიების დარიცხვა და გაცემა, შესაბამისი განრიგის მიხედვით, ყოველი თვის პირველი რიცხვიდან დაიწყება და 14 რიცხვამდე გაგრძელდება. ბანკი უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა პენსიონერს თავისი განრიგი ეცოდინება.
საბანკო ფილიალებში რიგები უნდა დაეცეს და პენსიონერებს უნდა ჰონდეთ შესაძლებლობა, რომ არა ერთ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღონ პენსია, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, – ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში“.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა