

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება კინოთეატრები, ხოლო ორი კვირის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან – თეატრები.
ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განმარტა:
„სკრინინგისა და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება რჩება უცვლელად. კინოთეატრებსა და თეატრებში 5 კვმ-ზე ერთი ადამიანი დაიშვება. თეატრში სპექტაკლები 3 საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. ეს მოიცავს როგორც მაყურებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს.
ღონისძიებები უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე. დარბაზში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით. ისინი თითო სკამის გამოტოვებით უნდა დასხდნენ“.
ფოტოზე: ხარაგაულის კინოთეატრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,