

სოციალური მომსახურების სააგენტოსგან გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ცვლილებაა სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების მეთოდში. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთათვის სარეიტინგო ქულების მინიჭების ახალი სისტემის მიხედვით, შემწეობის მისაღებად ხელშემშლელი ფაქტორი აღარ იქნება პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკა (ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ა.შ.) და ნივთები. ასევე სარეიტინგო ქულების დათვლისას განმსაზღვრელი აღარ იქნება სოციალური მუშაკის სუბიექტური მოსაზრება და ის აღარ იარსებებს შეფასების დოკუმენტშიც. სოციალურ შემწეობას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთაც არავითარი შემოსავალი ან შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ (მაგ. პირუტყვი, ხეხილი, დასამუშავებელი მიწა). დღეს სოციალურ შემწეობას საქართველოში 428 ათასი ადამიანი იღებს. ქულების ხელახალი გადათვლა, სავარაუდოდ, 1 დეკემბრიდან დაიწყება. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებული ოჯახების სიღარიბის დასაძლევად, მათ სამუშაო ადგილები შესთავაზოს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,