

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოთხი სასოფლო გზის სარეაბილიტაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი გამოიყო.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს #1578 განკარგულებით, 100 ათას-100 ათასი ლარი შემდეგი გზების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე ამ პროექტების განხორციელებას ეჭვით უყურებს და მიიჩნევს, რომ გზების სარეაბილიტაციოდ თანხების გამოყოფა წინასაარჩევნო სატყუარაა.
ის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან დასაბუთებულ პასუხს მოითხოვს, რამდენად არის ერთი წლის წინ ამ გზების სარეაბილიტაციოდ მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ახლა გამოყოფილ დაფინანსებასთან თანხვედრაში.
დეპუტატი ყურადღებას ხარაგაულში ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების დაბალი პროცენტით ათვისებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასიკეთო ცვლილებას არც ახლა ელოდება.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ოთხივე გზის პროექტის ხელახალი განფასება გაკეთდა. ტენდერი მთლიანი სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადდება. მეწარმე სუბიექტმა წელს ასი ათასი ლარის სამუშაო უნდა შეასრულოს. ოთხივე გზის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება.
ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 400 ათასი ლარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვას საბიუჯეტო ცვლილება სჭირდება. ამ საკითხს ხარაგაულის საკრებულო 26 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს