

ბოლო თორმეტი საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მე-19 გარდაცვლილი პაციენტი სახლში მკურნალობდა.
„მე-19 გარდაცვლილი პაციენტი ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება. იგი სახლში მკურნალობდა დასთან ერთად, რომელიც ასევე კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, – ამბობს მარინა ეზუგბაია, – უშუალოდ მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვესაუბრებოდი მას.
დაავადება ორივესთან მიმდინარეობდა მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ. გარდაცვლილ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. ასეთ მოტეხილობებს ახასიათებს ცხიმოვანი ემბოლიის განვითარება და პაციენტიც სწორედ ამ მიზეზის გამო გარდაიცვალა“.
გარდაცვალების მე-18 შემთხვევა 24 აგვისტოს საღამოს დაფიქსირდა. 87 წლის ქალბატონი ქვემო ქართლის მკვიდრი იყო. 29 ივლისიდან მკურნალობდა მცხეთის კლინიკაში, სადაც კორონავირუსის დიაგნოზით რუსთავის ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 13-ით გაიზარდა.
8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტის დაავადების წყაროა ლენჯერი. ცნობილია ორი დაავადებულის წყაროც. ერთი დაინფიცირებული პაციენტი არის სამედიცინო პერსონალი. ოთხი პაციენტი სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა, მათ შორის სამი – სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 260 პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობას 5 კრიტიკულად მძიმე და 23 მძიმე პაციენტი აგრძელებს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე:
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს