

24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი მხოლოდ ხუთი პაციენტით გაიზარდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დღევანდელი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ინფიცირებულის წყარო უცნობია.
„ორი პაციენტი ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება, ორი დაავადებულის წყარო ასევე ცნობილია. ხუთი პაციენტი სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა, მათ შორის ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.
გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი არის 80%, ხოლო ლეტალობა 1.20 %-ია.
დღეის მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში 267 პაციენტი მკურნალობს. აქედან 5 კვლავ კრიტიკულად მძიმეა, 24 კი შედარებით მსუბუქი. ისინი მკურნალობას კოვიდ ცენტრების რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობენ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, უფრო ცოტასი კი მსუბუქი“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,