

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მზია ბერაძე საქართველოში იმ ორმოცდაათამდე პედაგოგს შორისაა, რომლებსაც მაიკროსოფტმა ექსპერტის წოდება მიანიჭა.
-მაიკროსოფტი სხვადასხვა საგანმანათლებლო აპლიკაციებს ქმნის, რომელთა გამოყენება სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს მზია ბერაძე, – სწორედ ამ აპლიკაციებზე მუშაობას ვეუფლებოდი ერთი წლის განმავლობაში.
პროგრამის მონაწილეები აპლიკაციებში საკუთარ ნაშრომებს ვქმნიდით. დიდი ყურადღება ექცეოდა საავტორი უფლებებს. ექსპერტები მხოლოდ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გავხდით.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოსწავლეებს გავუზიარებ. 21-ე საუკუნეში მხოლოდ წიგნიდან მიღებული ცოდნა არასაკმარისია. აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა, რაც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ერთ-ერთი კომპონენტი სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაა. ამაში კი მე, ჩემს მოსწავლეებსა და ხიდრის სკოლას მაიკროსოფტის ტრენინგებზე მიღებული გამოცდილება გამომადგება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,