
დღეს ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ღონისძიება „პანდემია და შემოქმედება“ გაიმართა.
ხარაგაულელმა შემოქმედმა ადამიანებმა მამუკა ჭიპაშვილმა, გურამ სახვაძემ, ნიკო წიკლაურმა და სპარტაკ ლაცაბიძემ პანდემიის პერიოდში შექმნილი, იუმორით გაჯერებული, საკუთარი ლექსები წაიკითხეს.
„პანდემიის პერიოდში სოციალურ ქსელში თვალს ვადევნებდით მათ ნამუშევრებს, რომლებიც ამ მძიმე დღეებს გვიიოლებდნენ. გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები მოგვეწვია და იუმორისა და მუსიკის ფონზე ხარაგაულელებისთვის ერთი საღამო გვეჩუქებინა“, – ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი ნანა ლურსმანაშვილი.
საღამოს დასასრულს შესრულდა ცნობილი პოპულარული სიმღერები, მამუკა ჭიპაშვილის მიერ კორონავირუსზე გადაკეთებული ტექსტებით.
ღონისძიება ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.
გთავაზობთ მამუკა ჭიპაშვილის ლექსებს:
კორონას შიშით პლატონა,
ოთახში გამოიკეტა,
წამლებიც ბევრი ყლაპა და
ნემსებიც ბევრი იკეთა.
მოიმარაგა პირბადე
(მოსპოს ვირუსის კერები),
საპნით, ფხვნილით და შამპუნით,
ბევრი იბანა ხელები.
თან დაიფიცა ხატებთან,
თქვენ ხართო ჩემი დამცველი,
სულ რომ დაინგრეს ქვეყანა,
გარეთ არა ვარ გამსვლელი.
გამოელია პროდუქტი,
არც პური ჰქონდა, არც წყალი,
ორ კვირას უძლო და მერე,
შიმშილით მოკვდა საწყალი!
რაც გიწერიათ ვერ შეცვლი,
კაცი ვერაფერს გახდება,
სადაც არ უნდა ემალო,
მიქელა ყვლგან დაგხვდება!
***
შენ არა გაქ მშრალი ხველა
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ ვირუსი უცხოეთის
რატომ გამოგყოლია.
შენ სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
შავ პირბადეს ნუ გაიკრავ,
თეთრი უფრო გიხდება!
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო