
მკურნალობის სრული კურსისთვის ონკოპაციენტებს ახალი თაობის პრეპარატებს სახელმწიფო დაუფინანსებს.
ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“დღესდღეობით საქართველოში ფიქსირდება 38 000-ზე მეტი ონკოპაციენტი, რომელიც ებრძვის ამ საშინელ სენს და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ტვირთი არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვის და ეს ტვირთი არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური და ფინანსური.
2019 წლის ნოემბერში ჩვენ შევქმენით გაფართოებული ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და პაციენტთა ჯგუფები, სადაც ჩვენ შევიმუშავეთ სწორედ ის ცვლილებები, რომელიც დღეს გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს. ცვლილება ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომელიც არის თანამედროვე მიდგომებით და ძალიან ეფექტური გამოსავლებით ხასიათდება – მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის.
დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როცა ჩვენს მოქალაქეებს უკვე საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატებზე და უწევდათ ჯიბიდან გადახდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდშიც დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ყველაზე ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, გახადოს ყველა იმ მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, რომელსაც ეს საჭიროება უდგას,“- აღნიშნა ტიკარაძემ.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო