

დღეს ხარაგაულში ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლის გაშვება დაგეგმილია
დაგეგმილი სამუშაოები შესაძლოა წვიმის ან ქარის გამო გადიადოს.
აღნიშნულ სოფლებში თერმული ნისლის გაშვება იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ ხარაგაულში გაწვიმდება ან ქარი იქროლებს.
შეწამვლითი სამუშაოები საღამოს 09:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე პერიოდში დაიწყება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ნინო სახვაძის ინფორმაციით, თერმული ნისლი იმ ჯგუფის პრეპარატია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შეწამვლისას გამოიყენება და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
თუმცა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია. თერმული ნისლის გაშვების მომენტში უმჯობესია მოსახლეობამ დახუროს კარ-ფანჯარა, ხოლო 20-30 წუთის შემდეგ ადამიანებს ჩვეულებრივ შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება.
ნინო სახვაძის განმარტებით, შეწამვლა ფუტკრისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება. იმ მოსახლეებთან, რომელთაც საფუტკრე მეურნეობა აქვთ, თერმული ნისლის აგრეგატს გამორთავენ.
შეწამვლითი სამუშაოებისას დაბა ხარაგაულში- 2, ზვარის თემის სოფლებში – 2, ლაშეს თემის სოფლებში- 4, ლეღვნის თემის სოფლებში- 1, საღანძილის თემის სოფლებში- 1, წიფას თემის სოფლებში- 2, ხიდრის თემის სოფლებში- 2 მანქანა იმუშვებს.
თუ როდის და სად ჩატარდება ფაროსანას წინააღმდეგ სამომავლოდ თერმული ნისლის გაშვება, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება farosana.ge-ზე 24 საათით ადრე შეუძლიათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,