

დღეის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის წყარო უცნობია.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ოთხი ცხელი წერტილია. განსაკუთრებით საყურადღებო კი აჭარის რეგიონია.
„დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 1361 დადასტურებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე საყურადღებოა ოთხი რეგიონი – მესტია, სადაც 49 დადებითი შემთხვევა დადასტურდა. ცხელ წერტილად რჩება კვლავ სოფელი ლენჯერი. ცხელი წერტილებია – ყაზბეგი, გარდაბანი, ყარაჯალარი. საყურადღებოა ქობულეთი.
ვფიქრობთ, რომ ბათუმის ბულვარში დავდგათ ორი კარავი და ადამიანებს შევთავაზოთ ნებაყოფლობითი ტესტირება იმისათვის, რომ გვქონდეს ინფორმაცია აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,