

ღალიანობა დამთავრდა და ახლა ფუტკრის ზამთრისთვის მომზადების დროა.
მეფუტკრე ლაშა გურგენიძე გვირჩევს, რომ სექტემბრის დასაწყისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სკაში ტკიპის საწინააღმდეგო მკურნალობა უნდა ჩატარდეს, რადგან ფუტკრის ნომერ პირველი მტერი სწორედ ტკიპაა.
-ეფექტური მკურნალობა ფუტკრის კარგად გამოზამთრების საწინდარია, – ამბობს ლაშა გურგენიძე, – პირადად მე პირველ მკურნალობას თაფლის გამოხდისთანავე ვიწყებ.
ვეტაფთიაქებში ტკიპის საწინააღმდეგო ბევრი კარგი პრეპარატია.
ტკიპაზე მკურნალობის პარალელურად ვიწყებთ ფუტკრის სიროფით კვებას.
თუ სექტემბერ-ოქტომბერში თბილი ამინდები დაიჭირა, ფუტკრის მკურნალობა ოქტომბრის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ. შესაძლოა, მკურნალობის 7-8 კურსი დაგვჭირდეს. თბილ ამინდებში ტკიპაც აქტიურდება და ბევრ კვერცხს დებს.
ტკიპაზე კიდევ ერთი, საბოლოო მკურნალობა სკაში დეკემბრის დასაწყისში პრეპარატ ბიპინით უნდა ჩატარდეს.
მკურნალობის შემდეგ ფუტკარი ზამთრისთვის უნდა მოვამზადოთ. თუ როგორ, ამის შესახებ ოქტომბერში ვისაუბრებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მეფუტკრე ლაშა გურგენიძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 593 76 97 00.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,