

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში სამ ახალ შტატზე ღია კონკურსი უახლოეს ხანში გამოცხადდება.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, კოორდინატორის, ინსპექტორისა და სოცმუშაკის შტატები „ბავშვის უფლებათა კოდექსიდან“ გამომდინარე დაუშვეს.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის მაისში დაამტკიცა.
კოდექსის 96-ე მუხლი მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებას განსაზღვრავს.
„ახალ თანამშრომლებს ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დაევალებათ, – ამბობს კახა გოლუბიანი, – კონკურსით შერჩეული პირები სამუშაოს პირველი სექტემბრიდან უნდა შეუდგნენ“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,