
საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლის აღდგენაში ხარაგაულის, ზესტაფონისა და ხაშურის თვითმმართველობები ჩაერთვნენ.
ამ მატარებელზე თითოეული მუნიციპალიტეტი ორ-ორ პირს დაიქირავებს, რომლებიც „მასტერაოში“ მგზავრთა აღრიცხვაზე, თერმოსკრინინგსა და ჰიგიენის დაცვაზე იზრუნებენ.
– სექტემბრიდან დეკემბრამდე მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარი გამოიყოფა, – ამბობს ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი.
თანხა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადაერიცხება და „მასტერაოს“ ახალ თანამშრომლებთან ხელშეკრულებებს ეს ცენტრი გააფორმებს.
– როგორც კი ხაშურისა და ზესტაფონის თვითმმართველობები „მასტერაოს“ ორ-ორი თანამშრომლისთვის ხელფასის დასაფინანსებლად თანხას მოიძიებენ, საბიუჯეტო ცვლილებისთვის რიგგარეშე სხდომას მაშინვე მოვიწვევთ, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.
– ჩვენს ქვეყანაში რომ სრულად ჩამოშლილია ადმინისტრირება, ამაზე ეს ფაქტი მეტყველებს, – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე, – ის, რომ „საქართველოს რკინიგზა“ საგარეუბნო მატარებლებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვერ იცავს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება სჭირდება, აღმაშფოთებელია.
„საქართველოს რკინიგზაში“, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებენ თარიღს, თუ როდის აღდგება „მასტერაოს“ მიმოსვლა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ტექნიკური დეტალების დაზუსტებას ხარაგაულის, ხაშურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებიდან ელოდებიან.
კორონავირუსის პანდემიის გამო საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა, მეხუთე თვეა, შეჩერებულია.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო