

ხვალ, 18 აგვისტოს, ხარაგაულში, ღია ცის ქვეშ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმის „ხელშეუხებელნის“ ჩვენება გაიმართება.
2011 წელს ფრანგი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმი კინომოყვარულებს შორის განსაკუთრებული პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.
კინოჩვენება ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით ეწყობა. აგვისტოში ეს უკვე მეორე ფილმია, რომელიც კინომოყვარულებმა ღია ცის ქვეშ, ფართო ეკრანზე ერთობლივად იხილეს.
4 აგვისტოს მხატვრული ფილმის „საოცრებას” ჩვენება მოეწყო, რომელიც ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.
მსგავსი პროექტი – „ზაფხულის საღამოები“ ხარაგაულში გასულ წელსაც განხორციელდა. ქართული კინოს 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კინოჩვენებებზე ხარაგაულელმა მაყურებლებმა ქართული კინოშედევრები იხილეს.
ჩვენება კინოთეატრის წინ, საღამოს 20:30 წუთზე დაიწყება.
ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, პროექტი კვლავ გაგრძელდება.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს