
პროექტის ორგანიზატორები რუმინეთიდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან არასამთავრობო ორგანიზაცები და ფონდები არიან. საქართველოში პროექტის პარტნიორია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
გარემოსდაცვითი პროექტი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას, მდინარეებისა და ზღვების დაბინძურების შემცირებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომის დანერგვასა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
პროექტი ითვალისწინებს რუმინეთში, საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში ადგილობრივი თვთმმართველობების, არასამთავრობო სექტორის, სასწავლო დაწესებულებების და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლებისთვის სასწავლო სემინარების, ტრენინგ-კურსების ჩატარებას, მრგვალი მაგიდის, ერთობლივი დასუფთავების აქციების მოწყობას და პროექტის მონაწილე ქვეყნებში ერთიანი გარემოსდაცვითი პლატფორმის შექმნას.
პროექტის კოორდინატორის თამარ მოსეშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგეგმება, გარემოსდაცვითი საპატრულო ჯგუფებისა და სპეციალური სატელეფონო აპლიკაციების შექმნა. აპლიკაცია გამოიყენება გარემოსდაცვითი პრობლემების სწრაფი შეტყობინებისათვის, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ამ დროისთვის პროექტის აქტივობები ევრ ხორციელდება. თუმცა, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, ღონისძიებების განხორციელება დაიწყება. რადგანაც სასწავლო პროცესისა და ტრენინგ-კურსების ჩატარება დისტანციურადაც შესაძლებელია, თამარ მოსეშვილის თქმით, ქუთაისის გარდა, შესაძლებელია სხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ჩაერთნონ.
პროექტი ევროკავშირის შავი ზღვის აუზის 2014-2020 წწ პროგრამის მიერ არის დაფინანსებული და მისი ხანგრძლივობა 24 თვე იქნება.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო