

დღეს ხარაგაულში ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლის გაშვება დაგეგმილია მოლითის თემის სოფლებში: ბაბში, ბეჟათუბანში, დეისში, ნებოძირსა და ქვებში; სარგვეშის თემის სოფლებში: სარგვეშში, საბეში, მიროწმინდაში, ჭარტალსა და ხორითში; ფარცხნალის თემის სოფლებში: ფარცხნალში, ახალსოფელში, ისლარსა და ღუდუმექეთში; ხუნევის თემის სოლებში: ბჟინევში, გედსამანიაში, ვერტყვილასა და ვერტყვიჭალაში; ხევის თემის სოფლებში: ხევში, გრიგალათში, ციცქიურასა და წაქვაში.
შეწამვლითი სამუშაოები საღამოს 09:00 – 10:00 საათიდან დაიწყება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ნინო სახვაძის განმარტებით, თერმული ნისლი იმ ჯგუფის პრეპარატია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შეწამვლისას გამოიყენება და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
თუმცა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია. „თერმული ნისლის გაშვებიდან 20 წუთის განმავლობაში ნივთიერება ჰაერში დგას. ამ დროს უმჯობესია, მოსახლეობამ კარ-ფანჯარა დაკეტოს და სახლში იმყოფებოდნენ. თერმული ნისლის გაშვებიდან 20-30 წუთის შემდეგ ის განიავდება და ადამიანებს საქმიანობის გაგრძელება ჩვეულებრივ რიტმში შეუძლიათ“, – ამბობს ნინო სახვაძე.
მისივე განმარტებით, შეწამვლა ფუტკრისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება. იმ მოსახლეებთან, რომელთაც საფუტკრე მეურნეობა აქვთ, თერმული ნისლის აგრეგატს გამორთავენ.
შეწამვლითი სამუშაოებისას მოლითის თემის სოფლებში – 3, სარგვეშის თემის სოფლებში – 4, ფარცხნალის თემის სოფლებში – 2, ხევის თემის სოფლებში – 2 და ხუნევის თემის სოფლებში – 3 მანქანა იმუშავებს.
ნინო სახვაძის ინფორმაციით, შეწამვლითი სამუშაოები ოქტომბრამდე გაგრძელდება.
თუ როდის და სად ჩატარდება ფაროსანას წინააღმდეგ სამომავლოდ თერმული ნისლის გაშვება, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება farosana.ge-ზე 24 საათით ადრე შეუძლიათ.
თამარ ჩხიკვაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,