

ხარაგაულის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი რიგით მეთორმეტე ბაღი სოფელ ვარძიაში გაიხსნა. ვარძიაში აქამდე ბაღი არ ფუნქციონირებდა.
ვარძიის საბავშვო ბაღი გათვლილია 25 აღსაზრდელზე, თუმცა ჯერჯერობით აქ თექვსმეტი აღსაზრდელია. ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და სათამაშოებით. საბავშვო ბაღის გამგე იზოლდა ხიჯაკაძე ამბობს, რომ აღსაზრდელებს ხუთი თანამშრომელი მოემსახურება.
ვარძიის საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელი და ამავე დროს ღსაზრდელის მშობელი მაყვალა ხიჯაკაძე ამბობს, რომ მისთვის ნანატრი ოცნება ახდა.
ინგა სულაქველიძეს თავისი შვილი კიცხის საბავშვო ბაღში დაჰყავდა. ამიტომ ძალიან გახარებულია ვარძიაში საბავშვო ბაღის გახსნით.
შვიდი შვილიშვილის ბებია ლია ქავთარია ამბობს, რომ ეს დღე ვარძიელებისთვის ზეიმია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის თქმით, ხარაგაულში წელს უკვე მეოთხე ბაღი გაიხსნა და ეს ტენდენცია გრძელდება. „დარწმუნებული ვარ, ამ ბაღში ბევრი მამულიშვილი აღიზრდება,“ – ამბობს გამგებელი.
საბავშვო ბაღის გახსნას ესწრებოდა იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დიდი ყურადღება რომ ექცევა სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობას.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, ვარძიის საბავშვო ბაღისათვის რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო 105 000 ლარი, ლეღვანის საბავშვო ბაღისთვის – 116 500 ლარი, კიცხის საბავშვო ბაღისათვის 112 000 ლარი, ვახანის საბავშვო ბაღისათვის – 107 500 ლარი, ბორითის საბავშვო ბაღისათვის გაიხარჯა 160 700 ლარი, ხიდრის საბავშვო ბაღისათვის გამოყოფილია 101 500 ლარი. რაც შეეხება წყალაფორეთის ბაღს, მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და თანხა დაზუსტებული არა.
თამთა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,