
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში სკოლის მშენებლობა გრძელდება.
ამჟამად შენობის გადახურვა, ელექტროქსელის მოწყობა და კედლების შელესვა მიმდინარეობს.
პროექტის მენეჯერის, გია დავითულიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, კიცხის სკოლის მშენებლობის დასრულების თარიღმა, პანდემიის გამო, 45 დღით გადაიწია.
მისი თქმით, სკოლის მშენებლობა, სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში დასრულდება.
კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი ამბობს, რომ ახალ სასწავლო წელს სწავლას კვლავ თეთრაწყაროს სკოლაში დაიწყებენ. ის იმედს გამოთქვამს, რომ კიცხის საჯარო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების და ხარისხიანად აგებული.
„ახლა ჩვენი მთავარი გამოწვევაა, დავიცვათ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები და მოსწავლეებს თეთრაწყროს სკოლის კორპუსში მაქსიმალურად კომფორტული გარემო დავახვედროთ“, – ამბობს თამარ წიწილაშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში 150 მოსწავლეზე გათვლილ შენობას 2 420 643 ლარად ამხანაგობა შპს „ინ-სი“ და შპს „ქალაქპროექტი“ აშენებს.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო