

ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა (დირექტორი ნინო დიდიძე) ტრადიციად ქცეული ოჯახური წესით დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია-ფესტივალს უმასპინძლა. 2006 წელს მუზეუმის მაშინდელმა დირექტორმა ეკა შველიძემ დაიწყო პროექტის „შენ ხარ ვენახი“ განხორციელება. ამ საქმეში მას გვერდით დაუდგა ს/ს „იმერის“ ხელმძღვანელი იუზა კელენჯერიძე. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახური წესით დამზადებული ღვინის პოპულარიზაციას და მეღვინეთა წახალისებას.
„ამჯერად ორმოცი სახეობის ოჯახური წესით დამზადებული ღვინო წარმოადგინეს ხარაგაულელებმა, – გვიამბობს ეკა შველიძე, – საკონკურსო კომისიის წევრები კომპეტენტური და სწავლული მეღვინეები გახლდნენ: იუზა კელენჯერიძე, ჰამლეტ მანჯავიძე, ამირან ოქრომჭედლიძე, უშანგი ბაბუხადია, გელა შავიძე და ბებური მაჭავარიანი. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ოცდათორმეტი კონკურსანტი მუზეუმისა და ს/ს „იმერის“ მიერ დაწესებული სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.“
თეთრი ღვინის დამზადებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ:
სულიკო ჭანკოტაძე – იმერული წესით ქვევრის ღვინის კარგი დამყენებელი;
თემურ გამცემლიძე – იმერული წესით ქვევრის ღვინის საუკეთესოდ დამყენებელი;
ჟაკი ციცქიშვილი – უხუცესი მევენახე-მეღვინე;
ჟორა ჩუბინიძე – იმერული წესით ქვევრის ღვინის დამყენებელი;
იმერი ავალიანი და ბადრი ბერაძე – იმერული წესით ღვინის დამყენებელი;
ვლადიმერ კაპანაძე და პაატა ფცქიალაძე – ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე;
ცეზარ ბუბულაშვილი – კარგი ღვინის დამყენებელი;
თენგიზ ცხოვრებაძე – საუკეთესო ღვინის დამყენებელი;
უშანგი ბაბუხადია – უხუცესი მევენახე-მეღვინე – საუკეთესო ღვინის დამყენებელი;
ბებური მაჭავარიანი – ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე, სწავლული სპეციალისტი;
ვლადიმერ გელაშვილი, გივი გაბუნია – მევენახე-მეღვინე, კარგი ღვინის დამყენებელი.
შავი ღვინის დამზადებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ:
რამაზ ხარაძე – უხუცესი მევენახე-მეღვინე, იმერული წესით ქვევრის შავი ღვინის დამყენებელი;
გივი ფურცელაძე – იმერული ღვინის კარგი დამყენებელი;
მამუკა კიკნაძე – კარგი ღვინის დამყენებელი.
სიგელებით დაჯილდოვდნენ:
გოჩა კუპრაძე – კარგი მევენახე-მეღვინე;
ბაჩუკი გორგაძე, დავით გელაშვილი, მამუკა რამიშვილი – ვაზისა და ღვინის ქომაგი;
ნოდარ კვირიკაშვილი და ალექსანდრე კაპანაძე – ღვინის ფესტივალის დებიუტანტები;
ვიტალი ხარაძე – საუკეთესო ღვინის დამყენებელი;
ბესიკ ჩუბინიძე – ღვინის ქომაგი;
ზურაბ დევდარიანი – საუკეთესო მევენახე-მეღვინე.
ჟიურის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი „საქართველოს მომავალი“ გადაეცა ბებური მაჭავარიანის შვილს გიორგი მაჭავარიანს. მუზეუმში 17 ოქტომბერს გამართულ დეგუსტაცია-ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებამ ყველაზე მეტად მოიწონა ბებური მაჭავარიანის ღვინო.
ღონისძიება ქართული ხალხური სიმღერებითა და საგალობლებით გაალამაზა ფოლკლორის სახლთან არსებულმა ანსამბლმა „კახორი“ (ხელმძღვანელი დალი მაღრაძე, ლოტბარი მაია მაღრაძე).
ოჯახური წესით დამზადებული ღვინის დეგუსტაცია-ფესტივალში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,