

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
სუბსიდიის ოდენობა 10 თეთრით განისაზღვრება, რის შედეგადაც ფასი არასტანდარტულ ვაშლზე ფერმერებისთვის არანაკლებ 22 თეთრი იქნება.
„წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ. საბოლოოდ, ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არა ნაკლებ 22 თეთრისა. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებით 10 თეთრის ოდენობით. ეს პროგრამა 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს