

ხარაგაულელთა ათწლეულების ოცნება რეალობად იქცა – რეაბილიტირებული კინოთეატრის შენობა ექსპლუატაციაში შევიდა. 17 ოქტომბერს შენობის გახსნა საზეიმო კონცერტით აღინიშნა.
ხარაგაულის მდიდარი კულტურული ტრადიციების გაგრძელება გახლდათ სცენაზე შესრულებული თითოეული ნომერი – სიმღერა, ნაწყვეტები სპექტაკლებიდან თუ ცეკვა.
საზეიმო ღონისძიება იმ ხარაგაულელების გახსენებით დაიწყო, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ხარაგაულში ფოლკლორის შენარჩუნებაში, თეატრალური ხელოვნების, ცეკვის, კლასიკური და ვოკალური მუსიკის განვითარებაში. დღეს მომავალ თაობებს ამ ტრადიციებს აზიარებენ ხარაგაულში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები.
სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლები „უბისი“, „კახორი“, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „საუნჯე“ და ვაჟთა ვოკალური გუნდი (ხელმძღვანელები ზაქარია ბერაძე, დალი და მაია მაღრაძეები, გიორგი ჩოგოვაძე); შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მოსწავლეთა სახლთან არსებული სამუსიკო სტუდია „ჰარმონიის“ მოსწავლეები (ხელმძღვანელები ლალი ალექსიძე, მაია ბლუაშვილი, ციური ბლუაშვილი, ნანა ლურსმანაშვილი); ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისისა“ (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები) და ფოლკლორის სახლთან არსებული მოცეკვავეთა ანსამბლის (ხელმძღვანელი რომან ბუაჩიძე) ცეკვები.
განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით შეხვდა მაყურებელი ფოლკლორულ ანსამბლს „ოდილა“ (ხელმძღვანელი იუზა ბერაძე).
მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა სახალხო თეატრის მსახიობთა მიერ „დარისპანის გასაჭირიდან“ და თოჯინების თეატრის სპექტაკლიდან გათამაშებულმა ნაწყვეტებმა (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). მქუხარე ტაში დაიმსახურა თია ჯანიაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ.
ღონისძიება დაგვირგვინდა ხარაგაულზე შექმნილი სიმღერით. ტექსტის და მუსიკის ავტორი გახლავთ დალი მერაბიშვილი. სიმღერა სოლისტებმა თინათინ ლურსმანაშვილმა და სალომე კვირიკაშვილმა ანსამბლ „უბისთან“ ერთად შეასრულეს.
საზეიმო ღონისძიება გაალამაზა იტალიაში მოღვაწე ხარაგაულელმა საოპერო მომღერალმა მამუკა ლომიძემ.
ღონისძიების ბოლოს დასახელდნენ ხარაგაულის საპატიო მოქალაქეები:
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი (კაპანაძე),
ბენილუქსის ქვეყნების ეპარქიის არქიმანდრიტი მეუფე დოსითე (ბოგვერაძე),
პოეტი ლინა ბარათაშვილი,
სპორტის დამსახურებული ოსტატი ანზორ მაღრაძე,
კინორეჟისორი გივი ვეფხვაძე,
ს/ს „იმერის“ ხელმძღვანელი იუზა კელენჯერიძე,
ფერადი და ძვირფასი ლითონების ტექნოლოგი, ხელოვნებათმცოდნე ერმილე მაღრაძე,
კოლორიტი ხარაგაულელი გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი.
საპატიო ხარაგაულელები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მედლითა და დიპლომით დააჯილდოვეს.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,