
დღეს, 12 აგვისტოს, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაცია კარტლისის აკადემიის სემინარების ციკლის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „კრისტალისა“ და კარტლისის თანამშრომლობით გაიმართა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეხვედრას ორგანიზებას ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელი ინგა მაღრაძე უწევდა.
ლექციას ხარაგაულელი მეწარმეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ონლაინ ლექციების ციკლი ნიადაგის გამოკვებას, ლაბორატორიული ანალიზსა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას მოიცავდა. დღევანდელი, დასკვნითი შეხვედრის თემა კი ბაღჩეული კულტურის, კერძოდ სალათის მოყვანასა და განვითარებას ეხებოდა.
შეხვედრაზე ორგანიზაცია კარტლისის პროდუქტ მენეჯერმა ლელა გვასალიამ სალათის კულტურის მოყვანაზე, გავრცელებაზე, ხელისშემშლელ ფაქტორებზე, ბაღჩეულ კულტურებში გავრცელებულ დავაადებებზე, მისგან თავის დაცვის საშუალებებსა და პესტიციდების სწორად მიწოდების ტექნიკაზე ისაუბრა.
შეხვედრის შემდეგ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა საკითხებზე ინტერაქცია გაიმართა.
„მსგავსი ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დამწყები ისე გამოცდილი ფერმერებისთვის, ვფიქრობ, სამომავლოდ ეს სასარგებლო რჩევები ძალიან დაგვეხმარება. სალათისა და ბროკოლის კულტურის გაშენებას აუცილებლად ვცდით“- ამბობს ხარაგაულელი ნინო გველესიანი.
სალათის კულტურის განვითარების ცდას აპირებს ვარძიელი საშიკო ხიჯაკაძეც, რომელსაც წლებია სოფელ ვარძიაში მეცხოველეობის ფერმააქვს და პომიდვრის კულტურა მოჰყავს. მისი თქმით, სოფლებში მსგავსი ტრენინგების ჩატარება საჭიროა, რადგან ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებულობა დაბალია.
„ეს საწყისი ეტაპი იყო იმ ადამიანთათვის, რომლებიც სამომავლოდ სოფლის მეურენობის განვითარებას აპირებს. კარგი იქნება, თუ ხარაგაულში ისეთ კულტურებს ვაწარმოებთ, რომლითაც ადგილობრივ ბაზარს დავაკმაყოფილებთ ან საკუთარი ოჯახის საჭიროებას ვუზრუნველყოფთ. სამომავლოდ იგეგმება შეხვედრები თხილისა და კაკლის კულტურების განვითარების შესახებ, ასევე სათბურის მეპატრონეებთანაც,“- ამბობს ინგა მაღრაძე.
შეხვედრის დასასრულს სალექციო კურსის მონაწილეებს კარტლისის აკადემიისგან სერტიფიკატები გადაეცათ.
ორგანიზატორებისა და მონაწილეების გადაწყვეტილებით, სამომავლოდ ხარაგაულში ვაზის ჯიშების თემაზე შეხვედრა დაიგეგმება.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო