
დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტში – „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ მონაწილე ხარაგაულელი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
პროექტი 2020 წლის თებერვალში დაიწყო. პირველ ეტაპზე გადამზადნენ მონაწილე პედაგოგები, რომლებმაც სკოლებში, მოსწავლეთა მონაწილეობით, დებატკლუბები ჩამოაყალიბეს. ხარაგაულიდან პროექტში ხუთი სკოლა ჩაერთო.
კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ონლაინ რეჟიმში გრძელდებოდა. მოსწავლეებმა მოამზადეს ოთხწუთიანი ვიდეო რგოლები სხვადასხვა თემებზე. განხორციელდა ექვსი საჯარო დებატი ევროინტეგრაციისა და ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე.
პროექტში – „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ საქართველოს მასშტაბით 222 მოსწავლე ჩაერთო. გამოვლინდა პროექტში მონაწილეთა საუკეთესო ათეული. ხარაგაულიდან ათეულის წევრები გახდნენ ხარაგაულის #3 სკოლის მოსწავლე ანა კვინიკაძე და ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლე გვანცა ყრუაშვილი. მოსწავლეები საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ:
სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით დაჯილდოვდნენ:
პროექტის ორგანიზატორების მიერ პროექტში ჩართული პედაგოგები სერტიფიკატებითა და „თბილისი მოლის“ სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ხარაგაულში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ცერცვაძე, პროექტების კოორდინატორი სოფიო ვეფხვაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში დაჯილდოებულ მოსწავლეებს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო შემეცნებით-გასართობი აქტივობით დააჯილდოებს.
პროექტს „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“, „კონრად-ადენაუერის ფონდის“, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ახორციელებს.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო