

ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ინტელექტუალური შეჯიბრება ღია ცის ქვეშ – კულტურის პარკში ჩატარდება.
ამ სამსახურის სპეციალისტის, დავით ჩადუნელის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ხარაგაულის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ.
-ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის მისაღებად 6-6 კაციანი გუნდის შექმნაა საჭირო. მსურველებს დარეგისტირება, როგორც ჩვენს სამსახურში ადგილზე, ისე ფეისბუქის გვერდის საშუალებით შეგეძლებათ, – ამბობს დავით ჩადუნელი, – შეჯიბრების თარიღი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ეპიდსიტუაციის გამო, ღონისძიებიას ღია ცის ქვეშ მოვაწყობთ და ამიტომ ამინდზე ვართ დამოკიდებული.
20 წელია, რაც ხარაგაულში ეს ინტელექტუალური თამაში ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახალგაზრდებისთვის ეს ერთგვარად ინტელექტის ამაღლებას ემსახურება, ზრდასრულებისთვის კი – გონების გავარჯიშება-წახალისებაა.
თამარ ჩხიკვაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,