

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს დილით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების შესახებ ისაუბრა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი საქართველოში კიდევ 14 ადამიანს დაუდასტურდა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, 14 ახალი შემთხვევიდან 2 სოფელ გაჩიანიდან არის, 9 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ამათგან ერთი სასაზღვრო ზონიდან გადმოყვანილი თანამშრომელია, რომელსაც ვირუსი ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგად დაუდასტურდა. 3 შემთხვევა კი შემოტანილია, რომელთაგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
11 აგვისტოს დილის მონაცემებით, 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთაგან უმეტესი ნაწილი ავღანეთიდან საქართველოში გადმოყვანილი სამხედროები არიან, რომელთაც კორონავირუსი ივლისში ავღანეთში სამხედრო ბაზაზე დაუდასტურდათ.
ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში სულ 195 პაციენტი მკურნალობს. ამათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, – 14 მათგანს ვირუსის მძიმე მიმდინარეობა აღენიშნება. დანარჩენი პაციენტების უმეტესობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო მსუბუქი სიმძიმის პაციენტები შედარებით მცირე რაოდენობით არიან.
11 აგვისტოს, stopcov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოყურება:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,