
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევა მონიტორინგის მიზნით ჩატარდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რამდენად ღია არიან ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით და რამდენად იცავენ დროის რეგლამენტს პასუხების დაბრუნებისას. მონიტორიგნის პროცესში ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეისწავლეს სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები თუ საკრებულოები.
IDFI-ის ცნობით, 2019 წელს პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპებმა დატოვეს. ხოლო სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გუბერნატორის ადმინისტრაციების შემთხვევაში დაფიქსირდა.
2019 წელს, IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა და ფინანსთა სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო ხაზინა.
IDFI-ის რეიტინგის მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის 10 მოთხოვნილი ინფორმაციიდან 3 უპასუხოდ დარჩა, 1 არასრულყოფილი, ხოლო 6 სრულყოფილი სახით დაბრუნდა. მოთხოვნილი 10 დოკუმენტიდან 7 ვადის დაცვით, 3- ვადის დარღვევით დაბრუნდა.
რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, IDFI-ის მიერ გამოთხოვილი 20 საჯარო ინფორმაციიდან 13 მოთხოვნა მერიამ საერთოდ უპასუხოდ დატოვა. სრულყოფილად 6, ხოლო არასრულყოფილად 1 მოთხოვნას, ვადის დაცვით 7, ვადის დარღვევით 13 მოთხოვნას უპასუხა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტიტუტის შეფასებით, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა.
IDFI-ის ცნობით, ისეთი საჯარო დაწესებულებები, როგორებიცაა სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო, საქპატენტი წლების განმავლობაში ინარჩუნებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს.
ხოლო ცალკეული უწყებები: იუსტიციის სამინისტროს სისტემა, სახელმწიფო ხაზინა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და ა.შ. წლების განმავლობაში ძალიან ნაკლებად აწოდებენ ინფორმაციას ამა თუ იმ ორგანიზაციებს მოთხოვნის შემთხვევაში.
IDFI-ის შეფასებით, ეს ვითარება უარყოფითად აისახება საქართველოს საჯარო სექტორში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელზე.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო