
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სვანეთში განვითარებული ეპიდსიტუაციის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვები წესდება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაბა მესტიის სოფლებში, უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ვითარების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები წესდება. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.
დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის დაწესებულებებს ექნებათ. მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ხელის ჰიგიენა. ჩატარდება ეპიდემიოლოგიური კვლევები და ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კორონავირუსი არსად წასულა და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო.
„იქ უკვე მუშაობს 5 რაზმი, მეექვსე გზაშია. ხვალიდან კიდევ ამდენი დაემატება და მასობრივი კვლევები ჩატარდება. მერე უკვე შეგვეძლება ვთქვათ, როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო