
იმერეთში 14 სკოლის სრული რეაბილიტაციისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში ტენდერის გამოცხადებას აპირებს. მათ შორისაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ვერტყვიჭალის, წყალაფორეთისა და მარელისის სკოლები.
„გეოლოგიური მოკვლევით დადგინდა, რომ წყალაფორეთის სკოლის გარე კედლები მყარია. რეაბილიტაციით სკოლის მთლიანი სტუქტურა და კლასების განლაგება შეიცვლება. სველი წერტილები სკოლის შენობაში განთავსდება, – ამბობს წყალაფორეთის სკოლის დირექტორი გიორგი გველესიანი.
ვერტყვიჭალის სკოლის დირექტორის, ლენა აბაშიძის ინფორმაციით, სკოლის ეზოსა და შენობის სრული რეაბილიტაციისას სველი წერტილები სკოლის შენობაში განთავსდება, შეიცვლება და განახლდება სკოლის წყალმომარაგების სისტემა.
„სრული რეაბილიტაციის ფარგლებში იცვლება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის შიდა სისტემა მარელისის საჯარო სკოლაშიც. სველი წერტილები პირველ სართულზე განთავსდება,“ – ამბობს მარელისის სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე.
შენობების რეაბილიტაციისას სწავლას წყალაფორეთის სკოლა ვარძიის სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში გააგრძელებს; მარელისის სკოლა – სოფელ მარელისის ოპტიმიზირებულ კორპუსში; ვერტყვიჭალის სკოლის მოსწავლეები კი სასწავლო პროცესისთვის სოფლის ადმინისტრაციისა და ფოსტის ყოფილ შენობებს გამოიყენებენ.
ფოტოზე: მარელისის სკოლა
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო