
დღეს, 7 აგვისტოს, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ტირის ჩემპიონატი გაიმართა.
მიზანში სროლაში ერთმანეთს ხარაგაულელი მოყვარული მსროლელები და მოხალისეები ეჯიბრებოდნენ.
მამაკაცებს შორის საუკეთესო შედეგი 11 წლის დემეტრე დუშუაშვილმა აჩვენა. მას სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებულად მოსწონს და სახლში ვარჯიშობს. მეორე ადგილი ზურაბ იჩქიტიძემ მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე ალექსანდრე გველესიანი გავიდა.
ქალებს შორის საუკეთესო მსროლელად ნინო გველესიანი დასახელდა, რომელმაც სპონტანურად, თავის ოჯახის წევრებთან ერთად, მიიღო შეჯიბრში მონაწილეობა. ნინოს თქმით, ახალგაზრდობაში ამ სპორტით მოყვარულის დონეზე იყო დაინტერესებული.
ქალებს შორის მეორე და მესამე ადგილი მარიამ შარიქაძემ და ფატი ბაბლიძემ გაინაწილეს.
გამარჯვებულები სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ტირის ჩემპიონატი ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით გაიმართა.
უახლოეს მომავალში ეს სამსახური ხარაგაულში სხვა ტიპის გარე აქტივობებსაც გეგმავს. შემეცნებითი კონკურსის – „რა? სად? როდის?“ ჩატარების ზუსტი თარიღი მალე გახდება ცნობილი.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო