

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევათა რიცხვმა ჯამში 1213-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 7 პირი. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს დილით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, 7 ახალი შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, 5 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით წყაროებისა და შესაძლო კავშირების მოკვლევა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ქვეყანაში პერიოდულად ჩნდება შემთხვევათა დაუდგენელი წყაროები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში მათი კონტაქტის დადგენა არ ხდება. ყველა კონტაქტის მოძიება წყარომდე მისვლას ნიშნავს. მხოლოდ ამას შედარებით ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, ვიდრე ნაცნობი კონტაქტების ერთმანეთთან კავშირის გამოვლენას.
stopcov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოყურება:
ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის