

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, თვითდასაქმებულები, რომლებმაც სამსახური პანდემიის დროს დაკარგეს და სრულად ვერ შეავსეს დოკუმენტაცია 300-ლარიან დახმარებაზე, ამ დახმარებას მაინც მიიღებენ.
მისი განმარტებით, დოკუმენტაცია ერთჯერად 300-ლარიან დახმარებაზე ვერ შეავსო ჯამში 80 ათასმა ადამიანმა, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროგრამის დასასრულს, მათ ეს თანხა ჩაერიცხებათ.
„თვითდასაქმებულების მხარდაჭერის პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობას მომართა 250 ათასმა საქართველოს მოქალაქემ თხოვნით ერთჯერადი 300 ლარის დახმარებით თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველა 170 ათასმა მოქალაქემ, რომელმაც სრულად შეავსო დოკუმენტაცია და ეს დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.
თუმცა, დღეს ჩვენ სანამ გადავალთ მეორე ეტაპზე და როდესაც თვითდასაქმებულების პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ დარჩენილ 80 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნდეს, დაუკმაყოფილდეს ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი ერთჯერადი დახმარების თვალსაზრისით,“ – ამბობს გახარია.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს