საქართველოს მთავრობა ზამთრის პერიოდში კომუნლაური გადასახადების სუბსიდირებას იწყებს. ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზამთრის 4 თვის განმავლობაში,  ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს მთავრობა დაფარავს.

„იმისთვის რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი და იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო – 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ამასთან, ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს, ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“- განაცხადა  გიორგი გახარიამ.