ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს, 6 აგვისტოს, გოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში გამოქვეყნდა.

საკუთარი ქულის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე  online.naec.ge შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60.  აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15.00 ქულაზე) მეტი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სხვა საგნების შედეგების გამოქვეყნება ხვალიდან განახლდება, ხოლო უცხოური ენების გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოქვეყნდება.