
ხარაგაულში უსინათლოთა პროგრამის ამოქმედებას კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ჯერ აპრილში, შემდეგ კი ივლისში გეგმავდა. თუმცა, პროგრამის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსინათლოთა პროგრამის სრულად ამოქმედებისთვის, ცენტრალური ხელისუფლებისგან მითითებას ელოდება.
ცენტრის დირექტორი ნიკო მაჭავარიანი ამბობს, რომ პროგრამის სექტემბრიდან განახლების შემთხვევაში, უსინათლოთა საზოგადოების წარმომადგენლები პროექტს 3 თვეზე გადააკეთებენ, თუმცა პროგრამა ისეთი ნაყოფიერი ვერ იქნება, როგორც ჩვეულ შემთხვევაში იქნებოდა.
„კორონავირუსის პანდემიის გამო, მეხუთე თვეა, არ ვიცით როდის განახლდება ეს პროგრამა. გაჩერებას არ ვაპირებთ. მთავარია, მუშაობის დაწყების უფლება მოგვცენ“, – ამბობს ნიკო მაჭავარიანი.
უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვასილ ლომიძის თქმით, ეს ცვლილება ცუდად აისახება უსინათლოებზე. 3 თვე არ არის საკმარისი მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბრაილის შრიფტისა და კომპიუტერის შესწავლას.
ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში უსინათლოებისათვის ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ხარაგაულს გარდა, რუსთავში, თბილისში, გორსა და ბათუმში ხორციელდება.
ამ პროგრამისთვის 2020 წელს ხარაგაულის ბიუჯეტიდან 11 800 ლარია გათვალისწინებული.
თამარ ჩხიკვაძე
ფოტოზე – უსინათლოთა პროგრამის მეცადინეობაზე, 2019 წ.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო