

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები პანდემიის პირობებში გაორმაგებულად მუშაობენ. ამ დროის განმავლობაში მათ მიერ ხარაგაულში კორონავირუსზე დაახლოებით 600-მდე ტესტი ჩატარდა.
ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის, ინფორმაციით, ტესტირება სახანძრო -სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციიელებს, სამარშრუტო ავტობუსის მძღოლებსა და უბნის ექიმებს ყოველ 14 დღეში უტარდებათ. ყოველთვიურად დაახლოებით 200-მდე PSR ტესტი ტარდება.
„ტესტირების ჩატარების არეალი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება შეიცვალოს. ჯერჯერობით ამ მხრივ სიმშვიდეა. თუ მეორე ტალღა იქნება მას კიდევ უფრო მომზადებულები შევხვდებით“, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, ამჟამად წითელას არაგეგმიური აცრები მიმდინარეობს.
„არაგეგმიურად ხარაგაულში წითელაზე დაახლოებით 1000-მდე ადამიანია აცრილი, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – კორონავირუსის გამო წითელას ინფექცია თითქოს ყველას მიავიწყდა. გასულ წელს საქართველოში წითელას გავრცელების საფრთხე არსებობდა. იცრებოდნენ ის პიროვნებები, რომლებსაც ბავშვობაში წითელას საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდათ ჩატარებული.
ასევე გრძელდება C ჰეპატიტის მიდევნების პროგრამა. იმ პიროვნებებს, რომელსაც გასულ წელს პირველადი ტესტით დაავადება აღმოაჩნდათ საჭიროა ხელმეორედ ჩაიტარონ კვლევები. პირველადი ტესტით ხარაგაულში C ჰეპატიტი 35 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 23 პიროვნებამ განმეორებითი ტესტი უკვე ჩაუტარდათ, 11 ანალიზი უარყოფითი აღმოჩნდა, 12 მათგანს C ჰეპატიტი დაუდასტურდა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 10 ადამიანი ჩაერთო და მკურნალობის კურსი დაიწყეს. 3-4 ადამიანი კვლევის ჩატარებასა და მკურნალობაზე ხანდაზმულობის გამო უარს აცხადებს“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,