

სამ თვეზე მეტია, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხარაგაულის ცენტრალური და 22 სასოფლო ბიბლიოთეკა დაკეტილია.
ბიბლიოთეკების ფუნქციონირების აღსადგენად ჯანდაცვის სამინისტროსგან ნებართვის მიღებაა საჭირო.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ნიკო მაჭავარიანის თქმით, ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის უკვე შეიძინეს თერმოსკრინინგის აპარატი, დეზობარიერი და სადეზინფექციო საშუალებები.
„ცენტრალური ბიბლიოთეკის, მუზეუმისა და თეატრის, ასევე – ცეკვისა და სიმღერის წრეების ფუნქციონირების განახლების მოთხოვნა გაგზავნილია. თუმცა ჯერ კიდევ პასუხს ველოდებით“, – ამბობს ნიკო მაჭავარიანი და აღნიშნავს, რომ სასოფლო ბიბლიოთეკების მუშაობის აღდგენაზე ჯერ საუბარი არ არის. თითოეული ბიბლიოთეკისთვის რეგულაციების საჭირო ტექნიკით აღჭურვა საკმაოდ ძვირი ჯდება და ჯერჯერობით, ყველა სასოფლო ბიბლიოთეკის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.
ნიკო მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, ბიბლიოთეკების გახსნა სწავლის დაწყების პარალელურად, სექტემბრისთვის გადაიდოს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძის სატელევიზიო ჩართვაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკები მალე გაიხსნება.
თამარ ჩხიკვაძე
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს