
15 სექტემბერს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში – აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში უნდა დაიწყოს.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
„სასწავლო წელი ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება საქართველოში“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სკოლებში სწავლის განახლებისთვის რეკომენდაციები მუშავდება.
„სწავლის დაწყებამდე თვენახევარია დარჩენილი. დღეის მონაცემებით სწავლის განახლება სკოლებში შესაძლებელია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ტრადიციულ სტილში ვერ დაიწყება სწავლა. ადრე თუ 20 ბავშვი ერთად ისხდა, ახლა ერთად ამდენი ვერ განთავსდება ერთ ოთახში. რისკი მაღალია. სწორედ უნდა დაიგეგმოს ყველაფერი, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო