
13 აგვისტოს 10 საათიდან ხარაგაულში ქალებისთვის მკერდის მამოგრაფიული გამოკვლევა ჩატარდება.
პროექტი 40-დან 70 წლამდე ასაკის ბენეფიციარებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამოკვლევა უფასო იქნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის, ინფორმაციით, ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერას“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური კლინიკა, ხარაგაულის „ჯანდაცვის ცენტრის“ შენობის წინ განთავსდება და ქალები სამედიცინო მომსახურებას ადგილზე მიიღებენ.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. გამოკვლევის მსურველებს მონაწილეობა და დამატებითი ინფორმაციის მიღება ხარაგაულის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის შემდეგ ნომრებზე შეუძლიათ – 22 17 96; 599 852 652; 599 852 657; 595 073 565.
ნანა კიკნაძის თქმით, 13 აგვისტოს გამოკვლევა ერთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. თუმცა, თუ ქალების მხრიდან მოთხოვნა და საჭიროება იქნება, შემდგომშიც აუცილებლად კიდევ ჩატარდება.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო