წლებია, რაც ასოციაცია „მომავალი-france“-ს კოორდინატორი ცისანა ჭიპაშვილი ყოველ ზაფხულს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ისლარში ეკობანაკს მართავს.
გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. ისლარმა ტრადიციულ ბანაკს უკვე მერვედ უმასპინძლა.
ბანაკში ბაზალეთის, ხარაგაულის გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და #3 სკოლების მოწავლეები, ეკოკლუბების წევრები და ისლარელი ბავშვები მონაწილეობდნენ.
ეკობანაკს ფასილიტატობას ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე უწევდა.
წელს ეკობანაკის მთავარი თემა კორონავირუსი და მისი პრევენციაა. დღის განმავლობაში აქტივობები ორ ნაწილად გაიმართა.
თავდაპირველად ბავშვებმა პირველადი დახმარების, ჟურნალისტიკისა და ეკოლოგიის როლზე ლექცია მოისმინეს, შექმნეს პლაკატები და სლოგანები გარემოს დაცვის თემაზე.
შემდეგ კი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში თვითგამოხატვის თამაშებში ჩაერთვნენ.
ბაზალეთის სკოლის მოსწავლე ილია კაპანაძისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პირველადი დახმარების კურსის მოსმენა. მეორედ მონაწილეობდა ბანაკში ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლე არმაზ შავიძე, რომლისთვისაც ეკობანაკის აქტივობები ნათელი ფურცელი იყო პანდემიის პირობებში.
„ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გარემო უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. ყველა ადამიანის დაუდევარ საქციელს ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს. ეს ბანაკი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს და მეტ მოტივაციას მაძლევს“, – ამბობს ხარაგაულის#2 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა ებანოიძე.
ეკობანაკის ორგანიზატორის, ცისანა ჭიპაშვილის, თქმით, რეგულაციების მოხსნამ ბანაკის გამართვის შესაძლებლობა მისცა და შესაბამისად, აქტივობები ღია სივრცეში კოვიდ უსაფრთხოების ნორმების დაცვით გაიმართა.
„კორონავირუსმა დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგია. ბავშვებმა ბევრი რამ იციან ამ თემის ირგვლივ. თუმცა პრაქტიკაში განმტკიცება აკლიათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ბუნების დაცვა მათ ყოველდღიურ ქმედებაში გამოხატონ. არაფორმალური განათლების აქტივობებიც ამას ემსახურება“, – ამბობს ცისანა ჭიპაშვილი.
წელს ეკობანაკი ერთდღიანი იყო და მასში სხვადასხვა ასაკის 30-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა.
თამარ ჩხიკვაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი