

კინომოყვარულები იხილავენ მხატვრულ ფილმს „საოცრება“, რომელიც ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.
ეს ფილმი მოზარდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე ამბობს, ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები გაგრძელდება.
„მსგავსი პროექტი – „ზაფხულის საღამოები“ წინა წლებში განვახორციელეთ. ქართული კინოს 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კინოჩვენებებზე ხარაგაულელმა მაყურებლებმა ქართული კინოშედევრები იხილეს. მაშინ სოფლებშიც გავედით.
რაც შეეხება წლევანდელ კინოჩვენებებს, ვფიქრობთ, აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთოთ. მათ სხვადასხვა თემატიკის ფილმებს ვაჩვენებთ. პატარა მაყურებელსაც არ დავწყვეტთ გულს და მათ ღია ცის ქვეშ ანიმაციურ ფილმებს შევთავაზებთ.
გვინდა, რომ წლევანდელი კინოჩვენებები სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების ადამიანების ინტერესებზე მოვარგოთ. ფართო ეკრანზე კინო ყველას გვენატრება. ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება“, – ამბობს ირინე ჩხეიძე.
დღეს ხარაგაულის კინოთეატრის წინ ფილმი „საოცრება“ 20.30 სთ-ზე დაიწყება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,