„ევროპულმა საქართველომ“ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატად სერგო რატიანი დაასახელა. ის ამჟამად პარლამენტის წევრია.
2020 წლის იანვარში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სერგო რატიანი ფლობს მიწის სამ ნაკვეთს. მცხეთაში, სოფელ არაშენდაში, მან 2009 წელს 960 კვმ მიწის ნაკვეთი 25 ათას დოლარად შეიძინა. ამავე სოფელში 460 კვმ მიწის ფართობში 2011 წელს 10 ათასი დოლარი გადაიხადა.
2011 წელს მემკვიდრეობით მიიღო თბილისში მარგიანის ქუჩაზე 508 კვმ მიწის ფართობი.
მემკვიდრეობით ერგო ასევე თბილისში, მარგიანის ქუჩაზე 267 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი.
სერგო რატიანის მეუღლე ეკა კეკელიას 2016 წელს მცხეთაში აჩუქეს 220 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 805 კვმ მიწის ფართობი. ის ამ ქონების 20-20%-ის მფლობელია.
სერგო რატიანის შვილმა ალექსანდრე რატიანმა 2014 წელს საგურამოში 1500 კვმ მიწის ფართობი საჩუქრად მიიღო.
სერგო რატიანი ფლობს 2008 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანას – TOYOTA RAV4, რომელიც მან 2015 წელს 15 000 ლარად შეიძინა.
2019 წელს სერგო რატიანის წლიურმა შემოსავალმა 106 062 ლარი შეადგინა. აქედან 56 718 ლარი ილიას უნივერსიტეტში, ხოლო 49 344 ლარი კი – პარლამენტში საქმიანობიდან მიიღო.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს სერგო რატიანზე, შვეიცარიის სამხრეთ კავკასიის ფონდის მიწვევით, აკადემიურ მივლინებაში ანაზღაურების სახით 1500 ევრო გაიცა.
2019 წელს 12 ათასი ლარის შემოსავალი უფიქსირდება მის მეუღლე ეკა კეკელიას, როგორც სამეცნიერო მკვლევარს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენობრივი განვითარების ტესტების ხატვაში 2019 წელს სერგო რატიანის შვილმა ალექსანდრემ 3118 ლარი აიღო, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წიგნის დიზაინისთვის კი – 630 ლარი.
სერგო რატიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველთა სიაშია. ამ ორ პარტიას მან 2013-2019 წლებში, ჯამში, 28 591 ლარი შესწირა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.