

წელს ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირება იგეგმებოდა.
ამისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მზადდება. მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ #2 საბავშვო ბაღი, ფინანსების უკმარისობის გამო, 2020 წელს ვერ გაზიფიცირდება.
ინფრასტრუქტურის ხარჯებში წელს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 50 ათასი ლარი დაგეგმა. 40 ათასი ლარი გედსამანიასა და ღორეშაში ოთახების რემონტისთვის გაიხარჯება. ათი ათასი ლარით ამავე ბაღებისთვის ავეჯსა და ტექნიკას შეიძენენ. გარდა ამისა, ზვარესა და ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღების სველი წერტილების რემონტისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ამ გაერთიანებამ უნდა შეიძინოს.
ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირებას, სავარაუდოდ, 32 ათასი ლარი სჭირდება.
ხარაგაულში მოქმედი 19 საბავშვო ბაღიდან ბუნებრივ აირზე ცენტრალური გათბობა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში 2019 წლის ზაფხულზე დამონტაჟდა.
ფოტოზე: ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღი
6 მაისს ხარაგაულში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიმდებარედ,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი,
დღეს, 27 აპრილს, ხარაგაულში ველომარათონი გაიმართა. ღონისძიებაში 18 მონაწილე ჩაერთო.