

დღეს, 29 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში დოღი გაიმართა. შეჯიბრება 2 500 მეტრ მანძილზე, მთის გზაზე ჩატარდა.
პირველი ადგილი ჩრდილელმა მერაბ (ბუკა) თიკანაშვილმა მოიპოვა. ის დეიდაშვილის გიორგი შათირიშვილის ცხენით „ნიშა“ ასპარეზობდა.
მეორე ადგილზე ზვარელი გოგა ორთოიძე გავიდა. გოგა ჩრდილელი გიორგი დალალიშვილის ცხენით „ელვა“ ასპარეზობდა.
ფინიშთან მესამე ვახანელი ლაშა ღონღაძე მიიჭრა, თანასოფლელი გოგა ფერაძის ცხენით „ნიშა“.
პირველი ადგილის მფლობელი 200 ლარით დაჯილდოვდა, მეორე ადგილის მფლობელი – 150 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული მხედარი – 100 ლარით.
საპრიზო ფონდი, 450 ლარი, კურორტ ნუნისის დირექციამ გამოყო. გამარჯვებულებს პრიზები „სამთა ნუნისის“ დირექტორმა ნინო პავლიაშვილმა გადასცა.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ,
2025 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2