
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში(2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა.
კვლევის მიზანი იყო დაედგინა, „კორონავირუსით“ გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც.
ყველაზე მეტი – 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29.2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა.
შესყიდვის დაჩქარებისთვის აღნიშნული საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემას მათი ხშირად გამოყენება წარმოადგენს.
სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია.
გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა:
მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ.
აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო
ხარაგაულის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში