

ხარაგაულის თოჯინების თეატრმა კულტურისა და დასვენების პარკში სპექტაკლი – „სამი გოჭის ზღაპარი“ გამართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტის შემდეგ, თოჯინების თეატრის ფუნქციონირება შეჩერებული იყო.
ხარაგაულის თოჯინების თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის, ინფორმაციით, ოთხშაბათს, 29 ივლისს ეს სპექტაკლი ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის ეზოში გაიმართება.
„აგვისტოს ბოლოს წარმოდგენებს კიდევ რამდენიმე სოფელში ჩავატარებთ. პარალელურად ვმუშაობთ თოჯინების თეატრის ახალ სპექტაკლზე, რომლის პრემიერა, სავარაუდოდ, ახალ წლამდე გაიმართება“, – ამბობს ირინე ჩხეიძე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,